პრესა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში არ ჩატარდება
პრესა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში არ ჩატარდება

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალური მატჩი, შესაძლოა, სტამბოლში აღარ გაიმართოს, – ამტკიცებს გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“.

გამოცემის ინფორმაციით, იგეგმება მთავარი ევროტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის სხვა ქვეყანაში გადატანა, რისი მიზეზიც თურქეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ფინალის ახალი ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისის დასაწყისში მიიღებენ. ერთ-ერთ ვარიანტად ლისაბონი სახელდება.

ამასთან, სტამბოლმა შეიძლება შეინარჩუნოს ერთ-ერთ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების უფლება.