პრემიერლიგის გეგმები - ტური მსოფლიოს ჩემპიონტამდე ცხრა დღით ადრე
პრემიერლიგის გეგმები - ტური მსოფლიოს ჩემპიონტამდე ცხრა დღით ადრე

გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელობა მუშაობს 2022-23 წლის სეზონის კალენდარზე, რომელიც სპეციფიკურია, რადგან 2022 წლის ზამთარში, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს.

როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს, „პრემიერლიგისა“ და „ჩემპიონშიფის“ ერთ-ერთი ტურის მატჩები 12 ნოემბერს – მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცხრა დღით ადრე გაიმართება. პრემიერლიგის გათამაშება განახლდება მუნდიალის დასრულებიდან რვა დღის შემდეგ. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებთა ფეხბურთელებს ჩემპიონატისთვის სრულფასოვანი მომზადების საშუალება არ ექნებათ და ვერც ჩემპიონატის შემდეგ დაისვენებენ.

განიხილება ასევე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც სეზონი ინგლისში შეიძლება ერთი კვირით ადრე დაიწყოს და ერთი კვირით გვიან დასრულდეს.