პრემიერლიგის 11 ვარსკვლავი დოპინგზე ჩავარდა, მაგრამ ისინი სასჯელს გადაურჩნენ
ინგლისის პრემიერლიგის 11 ვარსკვლავს დისკვალიფიკაცია ელოდა ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის, მაგრამ საფეხბურთო საზოგადოებისგან საიდუმლოდ მათ თამაშის გაგრძელების ნება დართეს, – იტყობინება „სანდეი მირორი“ (Sunday Mirror). ფეხბურთელების დოპინ-სინჯებმა დადებითი შედეგი აჩვენა იმ პრეპარატებზე, რომლებიც ზრდიან ამტანობასა და სპორტულ შედეგებს.
გამოცემის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 16-მა დოპინგ-სინჯმა გამოავლინა ამფეტამინის, მორფინის, რიტალინის ან ტრიამცინოლონის გამოყენება. რვა სინჯი გასულ სეზონშია აღებული, 2017-18 წლების სეზონში – ექვსი, 2016-17 წლების სეზონში – ორი.
ვარსკვლავები ბრიტანეთს ანტისადოპინგო სააგენტომ შეამოწმა, მაგრამ ისინი არ დასაჯეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ჩარევის შემდეგ. ეს ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელები პრეპარატებს სამედიცინო გამონაკლისის ან სპეციალური ნებართვის შესაბამისად იყენებდნენ.
ექსპერტები შიშობენ, რომ ამგვარმა ფაქტებმა, შესაძლოა, სულ მალე დიდი დოპინგ-სკანდალი გამოიწვიოს.