პრანდელიმ „ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
პრანდელიმ „ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

„ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ თანამდებობა დატოვა, – იტყობინება ფლორენციული კლუბის პრესსამსახური.

სპეციალისტმა განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ, რომელიც „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა. ირკვევა, რომ პრანდელიმ ეს გადაწყვეტილება არასაფეხბურთო მიზეზებით მიიღო.

„ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო, ხელმძღვანელობა, გუნდი და ყველა გულშემატკივარი მადლობას უხდის პრანდელის და წარმატებებს უსურვებს მას კარიერაში და პირად ცხოვრებაში“, – წერია „ფიორენტინას“ განცხადებაში.

პრანდელი „ფიორენტინას“ 2020 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში. ბოლო 11 მატჩში გუნდმა მხოლოდ სამი მოიგო და 29 ქულით ცხრილში მე-14 ადგილზეა.