პოლიციელი, რომელსაც ზაზა სარალიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ინგოროყვას კლინიკაში რჩება
პოლიციელი, რომელსაც ზაზა სარალიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ინგოროყვას კლინიკაში რჩება

პოლიციელი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს პარლამენტის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების თანამშრომელი კლინიკაში ინციდენტის შემდეგვე გადაიყვანეს. მას თავის არეში აქვს დაზიანება.

სამართალდამცველი ინგოროყვას კლინიკის სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უწყების ცნობით, ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.  შსს-მ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.