„ვიტორია სეტუბალის“ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა და მაპზე ადგილობრივ მედიაში ხშირად წერენ.
გამოცემა „რეკორდის“ მიერ საქართველოს ნაკრების მეკარეზე გამოქვეყნებულ წერილში („მაკარიძე „ესტადიო ბონიფიმზე“ თავიდან დაიბადა“) ბევრი საინტერესო ფრაგმენტია.
„მაკარიძე ახლა მშვენიერ ფორმაშია. ზედიზედ 7 თამაშია, ჩემპიონატსა და თასზე „ვიტორია სეტუბალს“ საშინაო მატჩებში გოლი არ გაუშვია და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ამ კომპონენტით საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნია. ქართველი მეკარე მაკარიძე „ესტადიო ბონიფიმზე“ თავიდან დაიბადა. მის ანგარიშზე „ესტადიო ბონიფიმზე“ შესრულებული 32 სეივია“ – წერს პორტუგალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა „ა ბოლას“ ინფორმაციით, 29 წლის ქართველი მეკარე ლისაბონის „სპორტინგის“ მოკლე სატრანსფერო სიაშია.