პორტუგალიის მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქში შეზღუდვები კვლავ გაამკაცრა
პორტუგალიის მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქში შეზღუდვები კვლავ გაამკაცრა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემდეგ, პორტუგალიის მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქში შეზღუდვები კვლავ გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

კერძოდ, 23 ივნისიდან ლისაბონში კვლავ შეიზღუდა 10 პირზე მეტის შეკრება. აქამდე აღნიშნული შეზღუდვა 20 ადამიანზე მეტზე ვრცელდებოდა.

ყველა მაღაზია საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება. აღნიშნული დროის შემდეგ, რესტორნებს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა ეკრძალებათ. ასევე, აიკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღება.

უკანონო შეკრებებში მონაწილეობისთვის მიმდინარე კვირის ბოლოდან 350 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაწესდება.

22 ივნისის პორტუგალიაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ადამიანი კი, გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, პორტუგალიაში კორონავირუსის შედეგად 1 534 ოირი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 39 392 ადამიანი.