პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარე ალმადას გრან პრიზე დღეს ტურნირში მედლები კაცთა (73 და 81), ხოლო ქალთა (63 და 70 კგ-მდე) წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებიდან სამი ძიუდოისტი იასპარეზებს – ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73) და ზაურ დვალაშვილი (-81).

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე მედლის მოპოვების შანსი 19 წლის გიორგი სარდალაშვილს (60 კგ) ჰქონდა, რომელიც ბრინჯაოსთვის ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდა და გაფრთხილებებით დამარცხდა. ასევე უმედლოდ დატოვეს შეჯიბრება 66 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ორმა ქართველმა – გიორგი თუთაშვილმა და იპოლიტე აქუბარდიამ.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 13:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე დაიწყება.