პორტუგალიის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 225 კილომეტრში მდებარე ქალაქ კაშტელუ-ბრანკუს მახლობლად გაჩნდა. დაიწვა 8 500 ჰექტარი ტერიტორია. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში უკვე მეოთხე დღეა, ათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. ჩართულია 321 სახანძრო მანქანა და რვა თვითმფრინავი.
პოლიცია ხანძრის მიზეზს იძიებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს.