პორტუგალიაში ტყის ხანძრისას დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

09:01, 23.07.2019

პორტუგალიის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 225 კილომეტრში მდებარე ქალაქ კაშტელუ-ბრანკუს მახლობლად გაჩნდა. დაიწვა 8 500 ჰექტარი ტერიტორია. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში უკვე მეოთხე დღეა, ათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. ჩართულია 321 სახანძრო მანქანა და რვა თვითმფრინავი.

პოლიცია ხანძრის მიზეზს იძიებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

მსგავსი