პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 2 მაისამდე გახანგრძლივდა
პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა 2 მაისამდე გახანგრძლივდა

პორტუგალიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2 მაისამდე გაახანგრძლივა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს ბოლო გახანგრძლივება იქნება“, – განაცხადა პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსეულ რებელუ დე სოუზამ სპეციალური მიმართვის დროს.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საგანგებო მდგომარეობა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვას, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობის სტაბილიზებას და ქვეყნისა და ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

მაისის დასაწყისიდან პორტუგალიის მთავრობა ეტაპობრივად სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას გეგმავს, ასევე მუშაობას განაახლებს სავაჭრო დაწესებულებებისა და რესტორნების ნაწილი. სპეციალური ჰიგიენური ნორმების დაცვით მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონებიც.

პორტუგალიაში კორონავირუსის 18 841 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 626 ადამიანი.

დატოვე კომენტარი