„პორშე“ ყველა თანამშრომლებს პრემიის სახით 9700 ევროს გადაუხდის.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, აპრილის თვის ხელფასთან ერთად, ამ დანამატს 25 000 ადამიანი მიიღებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ თანამშრომლები პრემიას „განსაკუთრებული ენთუზიაზმისა და არაჩვეულებრივი სამუშაოსთვის“ მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, პრემიის ოდენობა არ არის დამოკიდებული თანამშრომლის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.
„ასე ესმით „პორშეში“ თანაბარი შესაძლებლობები“, – განაცხადეს კომპანიაში.
2018 წლის ფინანსური წლის განმავლობაში „პორშეს“ შემოსავალი 10 პროცენტით გაიზარდა და 25,8 მილიარდი ევრო შეადგინა.