პოლონური რადიოს ჟურნალისტი, რომელმაც პოლონეთში რაკეტების ჩავარდნის ცნობა პირველმა გაავრცელა, ამბობს, რომ სავარაუდოდ, საუბარია უკრაინული ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნარჩენებზე
პოლონური რადიოს ჟურნალისტი, რომელმაც პოლონეთში რაკეტების ჩავარდნის ცნობა პირველმა გაავრცელა, ამბობს, რომ სავარაუდოდ, საუბარია უკრაინული ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნარჩენებზე

პოლონური ZET Radio-ს კორესპონდენტი, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ, ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნარჩენებია.

„ჩემი წყაროები ამბობს, რომ რაც პშევოდოვოში ჩამოვარდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული რაკეტების ნარჩენებია“, – წერს მარიუს გიერზევსკი.

რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. ვრცელდება ასევე ცნობა ორი დაღუპულის შესახებ.

მოგვიანებით, „ასოშიეითიდ პრესმა“ გაავრცელა ცნობა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა ანონიმურად დაადასტურა. ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ვერ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.