„ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს
„ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს

ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს.

გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი.

ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს.

მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა.