პოლონეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აბორტის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით საეკლესიო მსახურებები შეაფერხეს.
სასამართლოს მიერ აბორტის თითქმის სრული აკრძალვის გამო, საპროტესტო აქციები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. დემონსტრანტები რამდენიმე ეკლესიაში შევიდნენ და საკვირაო წირვას მჯდომარე აქციით შეუშალეს ხელი.
პოლონეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურია ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფს განვითარების პრობლემები, ან სერიოზული დარღვევები აქვს. ეს ნიშნავს, რომ აბორტის გაკეთება დაშვებულია მხოლოდ გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევის დროს, ან დედის სიცოცხლის დასაცავად.
კათოლიკური ეკლესიის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ იგი ზედმეტად დიდ გავლენას ახდენს პოლონეთის მთავრობის პოლიტიკაზე.