პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციები ფიფა-სა და უეფა-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენ #1TVSPORT
პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციები ფიფა-სა და უეფა-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენ #1TVSPORT

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში ევროპული კლუბები და ასევე ზოგიერთი ცნობილი პირები გამოხატავდნენ უკრაინისადმი მხარდაჭერას.

ჩეხეთის, შვედეთისა და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ერთობლივი წერილით მიმართეს საფეხბურთო სტრუქტურებს, რომ აიკრძალოს რუსეთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები, რომლებიც მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ასევე ითხოვენ რუსეთში დაგეგმილი საერთაშორისო მატჩებისთვის ალტერნატიული ადგილის განსაზღვრას.

შეგახსენებთ, რომ ადრე წყაროები წერდნენ ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან სხვა ქალაქში გადატანის პრაქტიკულად გადაწყვეტილ საკითხზე. ასევე ცნობილია, რომ რუსი ოლიგარქი და ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში აღარ შეუშვან, – ამის შესახებ The Sun იუწყება.