პოლონეთის ქვედა პალატამ არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პოლონეთის ქვედა პალატამ არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სეიმმა, მთავრობის მიერ შეტანილ კანონოპროექტს, საპრეზიდენტო არჩევნების ფოსტით ჩატარების შესახებ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში კვირას, 10 მაის იყო დაგეგმილი, თუმცა დათქმულ დროს აღარ გაიმართება.

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას სურს, რომ არჩევნები ფოსტის საშუალებით ჩაატაროს, ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ ამ გზით ჩატარებული არჩევნები არ იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი.