პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისს არ გაიმართება
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისს არ გაიმართება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისს არ გაიმართება, – ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა. არჩევნების გადადების მიზეზი კორონავირუსია.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტია „კანონი და სამართლიანობის“ და მმართველი კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერებმა ერთობლივად მიიღეს.

როგორც იუწყებიან, პოლონეთს სეიმის სპიკერი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს უახლოეს ხანში გამოაცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია პოლონური სააგენტოების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსნებთ, პოლონეთის მმართველი პარტია გამოდიოდა ინიციატივით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 10 მაისს გამართულიყო და ამომრჩევლებს ხმა ფოსტით მიეცათ, თუმცა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება არ დაამტკიცა.

არჩევნების ამ ფორმით გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდა ოპოზიცია.