პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გუნდური პირველობა მიმდინარეობს #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გუნდური პირველობა მიმდინარეობს #1TVSPORT

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებმა პირველ ტურში დიდი ანგარიშით, 3,5:0,5 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრები დაამარცხეს. მერი არაბიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა პარტიები გამარჯვებით დაასრულეს, ბელა ხოტენაშვილმა კი პირველ დაფაზე ქულა ანა უშენინასთან გაიყო.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ბელა ხოტენაშვილი (2423)

მერი არაბიძე (2349)

ნინო ბაციაშვილი (2366)

ლელა ჯავახიშვილი (2342)

სალომე მელია (2267)

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელს გაიმარჯვა.

ჩემპიონატზე 12 გუნდი ორ ჯგუფად თამაშობს. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი გუნდი გადის, რომლებიც ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით დაუპირისპირდებიან.

ამ წუთებში საქართველოს ნაკრები მეორე ტურის პარტიას საფრანგეთის გუნდის წინააღმდეგ თამაშობს.