პოლონეთის ეკონომიკის მინისტრი - თუ ევროკომისია უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას არ გააგრძელებს, პოლონეთი დამოუკიდებლად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას
პოლონეთის ეკონომიკის მინისტრი - თუ ევროკომისია უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას არ გააგრძელებს, პოლონეთი დამოუკიდებლად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას

თუ ევროკომისია უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას არ გააგრძელებს, პოლონეთი დამოუკიდებლად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უკრაინული მარცვლეული მოსავლის აღების შემდეგ პოლონეთში დაუყოვნებლივ მივიდეს. პოლონელი ფერმერები ჩვენთვის პრიორიტეტია. მათ უნდა გაყიდონ პოლონური მარცვლეული და მიიღონ გონივრული ფასი. თუ ევროკომისია არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაშინ ამას პოლონეთი გააკეთებს“, – განაცხადა ბუდამ.

ვალდემარ ბუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლონეთში ექსპორტზე გავრცელდება.

უკრაინიდან ხუთ მეზობელ ქვეყანაში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 2 მაისიდან ამოქმედდა და 15 სექტემბერს დასრულდება. ამჟამად ევროკავშირში ემბარგოს გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.