პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლია მუხაშავრია შეუერთდა
პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლია მუხაშავრია შეუერთდა

პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლია მუხაშავრია შეუერთდა. ახალი წევრი პარტიის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს ბათუმის ოფისში წარადგინა.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, ის ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად იბრძოლებს და ამისთვის ყველაზე მისაღები გაერთიანება, მისთვის სწორედ „ტრიბუნა“ იქნება.

„ტრიბუნა არის ის ადგილი, რომელიც ადამინებს დარღვეული უფლებების აღდგენის საშუალებას აძლევს. კანონი უნდა აღსრულდეს. ტრიბუნას აქვს კონკრეტული გეგმები და მიამრთულებები. უამრავი ადამიანია დღეს დარღვეული უფლებების მსხვერპლი, მათ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მიეცათ უფლებების აღდგენის საშუალება”, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა „გამარჯვებული საქართველოს“ ყოფილი წევრი, კოტე კემულარიაც, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა და „ტრიბუნას“ შეუერთდა.