კოტე კემულარიამ „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა - ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ვეღარ შევძელით ძველი სულისკვეთების აღდგენა
კოტე კემულარიამ „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა - ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ვეღარ შევძელით ძველი სულისკვეთების აღდგენა

პარტია „გამარჯვებული საქართველო“ კოტე კემულარიამ დატოვა.

როგორც კოტე კემულარიამ განაცხადა, პარტიიდან წასვლის შესახებ გაცხადება ორი დღის წინ დაწერა.

„მიზეზი არის ის, რომ სულ სხვანაირად იყო ჩაფიქრებული სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების შეკრება და საკმაოდ პოპულარული იყო ეს გაერთიანება, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, ხელისუფლების აგრესიული შეტევა, სპეცსამსახურების მუდმივი და აქტიური მოქმედება სამწუხაროდ, გახდა მიზეზი, რომ ჩვენ ვეღარ შევძელით ირაკლის გათავისუფლების მერე აღდგენა იმ სულისკვეთების, რაც იყო“, – განაცხადა კემულარიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კემულარია აცხადებს, რომ ის რჩება აქტიურ პოლიტიკაში და იმ ახალგაზრდების გვერდით იქნება, ვინც 20 ივნისის მოვლენების შემდგომ აქტიურ პროტესტს გამოხატავს.

დატოვე კომენტარი