უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ახლახან ფსიქიატრთან იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამტაცებელი შეიარაღებულია და მოსახლეობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

იდენტიფიცირებულია ავტობუსში მძევლებად აყვანილი პირების ნაწილი. როგორც „უნიანი“ იუწყება, ერთ-ერთ მძევალს მეუღლე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა.

გამტაცებელი აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია, ხოლო ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქში გამნაღმველები მუშაობენ.

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანაგავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული.

ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს.

დატოვე კომენტარი