პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლებმა ურეკში, ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლებმა ურეკში, ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლებმა ურეკში, ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციაზე სამართალდამცველებსა და ბრალდებულების ახლობლებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 25 ივნისს გურიაში 13 პირი დააკავა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.