პოლიციამ ოქტომბრის სასახლის შტურმის აღების მცდელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
პოლიციამ ოქტომბრის სასახლის შტურმის აღების მცდელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

პოლიციამ კიევში ოქტომბრის სასახლის შენობის შტურმის აღების მცდელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ოქტომბრის სასახლეში, რასაც შეტაკება მოჰყვა. რამდენჯერმე გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი. მოგვიანებით, სააკაშვილმა მოუწოდა მომხრეებს დამოუკიდებლობის მოედანზე გადაინაცვლონ და პოლიციის წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ. ამჟამად, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მაიდნისკენ მიემართება.

დატოვე კომენტარი