პოლიციამ მოკლული გრიგოლ გუგეშაშვილის მეგობარი გამოკითხა
პოლიციამ მოკლული გრიგოლ გუგეშაშვილის მეგობარი გამოკითხა

მოკლული გრიგოლ გუგეშაშვილის მეგობარმა, თამარ გოცირიძემ, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამმართველოში ჰკითხეს, რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილთან და ფლობდა თუ არა რაიმე ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით.

გრიგოლ გუგეშაშვილის მეგობრის დაკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამარ გოცირიძის ინფორმაციით, ასევე იკითხებიან დაღუპულის სხვა მეგობრები.

„ბავშვობის მეგობრები ვიყავით. მკითხეს ყველაფერი, რა ურთიერთობა მქონდა მასთან, ბოლო დროს გვქონდა თუ არა კონტაქტი, ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემა. არაფერი არ ვიცი. ძალიან ბევრ კითხვას მისვამდნენ“, -განაცხადა თამარ გოცირიძემ.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.