პოლიციამ მარსელო მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავა
პოლიციამ მარსელო მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავა
მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ საკუთარი კლუბის ბაზასთან ახლოს ორჯერ დაარღვია კანონი, – ამის შესახებ დაწერა „ელ მუნდო დეპორტივომ“.
საგზაო პოლიციამ ბრაზილიელი ფეხბურთელი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა. მცველი საათში 134 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა იმ ადგილას, სადაც დაშვებულია 120 კმ/სთ სიჩქარე.
გარდა ამისა, მარსელოს მართვის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული. უფრო ზუსტად, ბრაზილიელმა იმდენად ხშირად დაარღვია თამაშის წესი, რომ მის მოწმობაზე ნული ქულა იყო დარჩენილი.
ასეთ სიტუაციაში კი ფეხბურთელს არ ჰქონდა საჭესთან დაჯდომის უფლება, რადგან იურიდიულად მისი მოწმობა გაუქმებულია. „რეალის“ მცველი ამტკიცებს, რომ ლიცენზიის მოქმედების გასვლის შესახებ არ იცოდა.
ამ სეზონში მარსელომ ლა ლიგას ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა.