პოლიცია აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მისამართით სროლაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ

01:04, 11.09.2025

პოლიცია აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მისამართით სროლაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ.

მანამდე იუტას უნივერსიტეტის კამპუსის პოლიცია იუწყებოდა, რომ ეჭვმიტანილი დააკავეს. თუმცა „ბიბისის“ ცნობით, დაკავებული პირი გააათავისუფლეს.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს.

მსგავსი