პოლიციის ცნობით, ჩარლი კირკის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

23:47, 10.09.2025
FILE - Charlie Kirk speaks during a town hall meeting on March 17, 2025, in Oconomowoc, Wis. (AP Photo/Jeffrey Phelps, File)

FILE - Charlie Kirk speaks during a town hall meeting on March 17, 2025, in Oconomowoc, Wis. (AP Photo/Jeffrey Phelps, File)

პოლიციის ცნობით, ჩარლი კირკის მისამართით გასროლაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

პოლიციაში ასევე დაადასტურეს, რომ ჩარლი კირკი დაჭრილია.

„დღეს, დაახლოებით 12:10 საათზე visiting speaker-ზე ჩარლი კირკის მისამართით გაისროლეს. ის დაიჭრა და უსაფრთხოების თანამშრომლებმა ადგილიდან გაიყვანეს. კამპუსის პოლიცია იძიებს შემთხვევას, ეჭვმიტანილი დაკავებულია“,- აღნიშნულია იუტა ველის უნივერსიტეტის კამპუსის პოლიციის განცხადებაში.

კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს. კომენტატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კირკის კოლეგების ინფორმაციით, ის ყელის არეშია დაჭრილი.

მსგავსი