„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი თვლის, რომ ის, რასაც პოლ პოგბასგან ელოდნენ, გუნდს ბრუნო ფერნანდეშმა მოუტანა.
„როგორც ჩანს, ბრუნო ფერნანდეშმა სწორედ ის მოუტანა გუნდს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ელოდნენ პოგბასგან, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. გუნდში ბალანსი გაჩნდა. მატიჩი და ფრიდი პორტუგალიელს მოქმედების თავისუფლებას აძლევენ, რითაც ბრუნო შესანიშნავად სარგებლობს“, – ამბობს სქოულზი, – „ჩვენ ვიცით, რომ პოგბა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ, იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ეჭვი მეპარება, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მომავალ სეზონშიც ვიხილოთ“.
ფრანგი ნახევარმცველის შესახებ თავისი აზრი რამდენიმე ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთმა ვეტერანმა, პოლ პარკერმაც გამოთქვა. მისი აზრით, პოგბას გუნდის ძირითადში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება.