პოლ პარკერი - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოგბა უნდა გაყიდოს
პოლ პარკერი - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოგბა უნდა გაყიდოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი პოლ პარკერი თვლის, რომ გუნდმა პოლ პოგბა უნდა გაყიდოს.

„პოგბას ძალიან ბევრი ნეგატივი შეაქვს კლუბში. ის არაჩვეულებრივი თვისებების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ საშუალოდ ამის დემონსტრირებას 10 მატჩიდან მხოლოდ ერთში ახდენს“, – თვლის პარკერი. – „მე მიმაჩნია, რომ მისი გაყიდვა სავსებით მისაღები ვარიანტია. მას ძალიან გაუჭირდება ახლა გუნდში დაბრუნება. ის მთელი სეზონის განმავლობაში ფორმიდან იყო ამოვარდნილი“.

პოგბას კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში, თუმცა კლუბს შეუძლია შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი გაააქტიუროს. 26 წლის ფრანგის ღირებულება 100 მილიონი ევროა.

პოლ პარკერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1991-96 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში პრემიერლიგის გამარჯვებული ორჯერ, 1992 და 1993 წლებში გახდა. გარდა ამისა, მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი (1994), ლიგის თასი (1992) და სუპერთასი (1993).