პოლ პოგბამ სიღარიბესთან ბრძოლის საკუთარი ფონდი დააარსა #1TVSPORT
პოლ პოგბამ სიღარიბესთან ბრძოლის საკუთარი ფონდი დააარსა #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველს, პოლ პოგბას სურს, დაეხმაროს დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებს სიღარიბესთან ბრძოლაში. ფრანგი ფეხბურთელი საკუთარ ფონდს აყალიბებს.

პოგბას ფონდი დაფუძნებული იქნება ისლამურ პრინციპზე, რომელიც ცნობილია, როგორც ვაკფი. ინიციატივას ციფრული საინვესტიციო პლატფორმა Wahed-ი დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ საქველმოქმედო ფონდთან ერთად განახორციელებს. თავად ინიციატივის მიზანი კი შემოწირულობების თვითანაზღაურებადი მოდელის შექმნაა.

Sky Sports-თან ინტერვიუში პოგბამ გაიხსენა, როგორ იდგა ბავშვობაში თავის დედასთან ერთად რიგში სასურსათო ბანკებთან.

„მახსოვს, როგორ მივდიოდით იქ, როცა ოთხი-ხუთი წლის ვიყავი. გვეხმარებოდნენ რძით, შაქრით და მსგავსი პროდუქტებით. ჩვეულებრივ, დედაჩემი მიდიოდა იქ და რიგში იდგა. ის სამი შვილის დედა იყო და მათ მარტო ზრდიდა.

მე უბრალოდ არ მოვსულვარ ფეხბურთში და ფული არ მიმიღია. მე ვიბრძოდი და ეს დამეხმარა სრულყოფასა და ზრდაში. ახლა მე გამაჩნია ფულისა და ცხოვრების მნიშვნელობისა და ფასის აღქმა. მე ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა. მე მინახავს ეს, დედაჩემი აკეთებდა ამას“, – განაცხადა პოგბამ.