პოლ პოგბა მინდორზე 25 ოქტომბერს დაბრუნდება #1TVSPORT
პოლ პოგბა მინდორზე 25 ოქტომბერს დაბრუნდება #1TVSPORT

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ნახევარმცველ პოლ პოგბას კარგი შანსი აქვს მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების განაცხადში.

ელოდებიან, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი მინდორზე 25 ოქტომბერს დაბრუნდება, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ტურინული კლუბი „ბენფიკას“ შეხვდება.

თუ ეს ვარაუდი გამართლდება, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტარტამდე პოგბას ექვსი მატჩი ექნება ფორმაში შესასვლელად – „ბენფიკასთან“, „ლეჩესთან“, „პარი სენ-ჟერმენთან“, „ინტერთან“, ვერონასთან“ და „ლაციოსთან“.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ტრავმის გამო ზაფხულიდან მოყოლებული ვერ თამაშობს.