პოლ გასკოინმა ლონდონის მარკეტში წითელი ღვინო მოიპარა

18:26, 17.12.2019

ლეგენდარული და სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელი პოლ გასკოინი ისევ სულელური და გაუგებარი სიტუაციის ფიგურანტი გახდა, – დაწერა გაზეთმა „სანმა“.

52 წლის გასკოინმა ლონდონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცხრა ფუნტის ღირებულების წითელი ღვინის ბოთლი აიღო და თანხის გადაუხდელად მაღაზიის დატოვება სცადა. საბოლოოდ, ყოფილი ფეხბურთელი დაცვამ დააკავა. როგორც იტყობინებიან, გასკოინმა ამის შემდეგ ბოდიში მოიხადა და ღვინის საფასური გადაიხადა.

„გაზამ აიღო ღვინო დ მაღაზიიდან ისე გავიდა, რომ ფული არ გადაუხდია. ეს ძალიან პატარა მარკეტია, ამიტომაც მცველმა ყველაფერი კარგად დაინახა. ის გასკოინს დაეწია და დააკავა“, – განაცხადა ინციდენტის თვითმხილველმა.

პოლ გასკოინს მთელი კარიერის განმავლობაში და ფეხბურთელობის შემდეგაც ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, ხშირად ხვდებოდა სკანდალურ ქრონიკებში. ის არა ერთხელ მოათავსეს სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში, 2003 წელს კი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

მსგავსი