პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს

13:13, 02.10.2019

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი ნახევარმცველი პოლ პოგბა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს, – იტყობინება ბრიტანული გამოცემა „სანი“ (The Sun).

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს დატოვებს კლუბს და იმედი აქვს, რომ შემოთავაზებების პრობლემა არ ექნება.

მანჩესტერში გადაბარგების შემდეგ, ჭორები არ წყდება, რომ ტურინის „იუვენტუსი“ მის დაბრუნებას ცდილობს. ნახევარმცველით მადრიდული გრანდიც არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ პოგბას „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი