პოეტ ზვიად რატიანთან წინასწარი დაკავების იზოლატორში შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შევიდნენ
პოეტ ზვიად რატიანთან წინასწარი დაკავების იზოლატორში შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შევიდნენ

პოეტ ზვიად რატიანთან წინასწარი დაკავების იზოლატორში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შევიდნენ.

როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, სავარაუდოდ ამ წუთებში რატიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც რატიანის მეგობრები ამბობენ, გამოკითხვის შემდეგ დაკავებულს საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

თბილისის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულის ახლობლები იკრიბებიან.

​როგორც რატიანის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები აქვს. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ რატიანს დაზიანებები სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ მიაყენეს.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურ კომენტარს აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ აკეთებენ.