ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოეტ ზვიად რატიანს სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები მიაყენეს
ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოეტ ზვიად რატიანს სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები მიაყენეს

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციელებმა დააკავეს, ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში სამედიცინო შემოწმება უტარდება.

როგორც დაკავებულის მეგობრები პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, რატიანის მოსანახულებლად წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი და ექიმები იმყოფებიან.

​როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები აქვს. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ რატიანს დაზიანებები სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ მიაყენეს.

რატიანის საქმეზე საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურ კომენტარს აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ აკეთებენ.