„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ აღიარა, რომ იგი ჭორებმა მისი რეალში გადასვლასთან დაკავშირებით საერთოდაც არ დაღალა, იტყობინება „მანჩესტერ ივნინგ ნიუსი“ (Manchester Evening News).
„ასეთი ამბები ადამიანს არ აბრაზებს და არც ხალხს ბეზრდება“,-ციტირებს პოჩეტინოს „მანჩესტერ ივნინგ ნიუსი“. – „სჯობს გაზეთებმა ამაზე წერონ, ვიდრე იმაზე, რომ „ტოტენჰემმა“ მე გამაგდო, მოვაბეზრე თავი და პრობლემები გვაქვს. თუ არჩევანზეა ლაპარაკი, მირჩევნია ჭორები „რეალზე“, მე ისინი არ მომბეზრდა“.