პლუს „დინამოს“ მეკარე, მინუს კილასონია - „სამტრედიამ“ შეკრება დაიწყო
პლუს „დინამოს“ მეკარე, მინუს კილასონია - „სამტრედიამ“ შეკრება დაიწყო

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებულ „სამტრედიაში“ ახალი მოთამაშე ჩაირიცხა – იმერულ გუნდში კარიერას სტეფან სიკაჩი გააგრძელებს.

მოლდოველი მეკარე საქართველოში 2017 წლიდან თამაშობს. თავდაპირველად ფოთის „კოლხეთში“ ჩაირიცხა, სადაც კარგი სეზონი ჩაატარა და 2018 წელს თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს.

სიკაჩი უკვე „სამტრედიასთან“ ერთადაა და ანტალიაში ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდს პირველ ვარჯიშზე ცენტრალური მცველი ვარლამ კილასონია გამოაკლდა – 31 წლის მცველმა ვარჯიში ტრავმის გამო გამოტოვა.

„სამტრედია“ თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს სლოვენიურ „კოპერთან“ გამართავს.