პლუს 37 ლიცენზიატი – უეფა-ს სასწავლო კურსი დასრულდა #1TVSPORT

11:26, 23.10.2021

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს კუთვნილი ლიცენზიები გადაეცათ. ცერემონია დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართა.

მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასწავლო კურსი წარმატებით 37-მა კურსანტმა დაასრულა. მათ შორის იყო ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილი ფეხბურთელი გია ნერგაძე. უეფა-ს კონვენციის შესაბამისად, რამდენიმე თვიანი ინტენსიური სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.

დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ ღონისძიებას სფფ-ის ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი, მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ მაისურაძე და უეფა-ს ექსპერტი გენადი სკურტული ესწრებოდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს მიმართეს, საქმიანობაში წარმატება უსურვეს და ლიცენზიები გადასცეს.

მსგავსი