„პლეიბოის“ ყოფილი მოდელი საფეხბურთო გუნდს ყიდულობს
„პლეიბოის“ ყოფილი მოდელი საფეხბურთო გუნდს ყიდულობს

ჟურნალ „პლეიბოის“ (PLAYBOY) ყოფილმა მოდელმა, რუმინელმა ანამარია პროდანმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტად მუშაობს, შესაძლოა საფეხბურთო კლუბი „ჰერმანშტადტი“ შეიძინოს. ამ ინფორმაციას „გაზეტა სპორტულიროლი“ ავრცელებს.

ამჟამად ეს გუნდი რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის და გარდა ამისა, მოთამაშეების წინაშე 700 000 ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა. ამიტომ, „ჰერმანშტადტის“ ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაელაპარაკოს ყველა პოტენციურ ინვესტორს, რათა ვალები გაისტუმროს და მომავალი სეზონისთვის ლიცენზია მიიღოს.