30 აპრილს, ქალაქ ტყიბულის ახალ საკალათბურთო დარბაზში საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი გაიმართება, რომელშიც „ქუთაისი“ და „მარნეული“ შეხვდებიან ერთმანეთს.
ამ მატჩის შედეგი არაფერს წყვეტს, რადგან საპლეიოფო წყვილები წინა დღეს გაირკვა: „კაკტუსმა“ „მგზავრების“ ძლევით მეორე ადგილი დაიკავა. წაგების შემთხვევაში კი მეორეზე „დინამო“ ავიდოდა.
პლეი ოფის მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ქუთაისი (1)-მარნეული (8)
კაკტუსი (2)-მგზავრები (7)
დინამო (3)-ოლიმპი (6)
რუსთავი (4)-ბათუმი (5).
პლეი ოფის პირველ რაუნდში სერიები ორ მოგებამდე გაგრძელდება, ნახევარფინალებსა და ფინალში – სამ მოგებამდე.
მეოთხედფინალური სერიები 5 მაისს დაიწყება.