პიტერ სიიარტომ გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა, რომელიც ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტას ითვალისწინებს - ეს არის თავდასხმა უნგრეთის სუვერენიტეტზე
პიტერ სიიარტომ გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა, რომელიც ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტას ითვალისწინებს - ეს არის თავდასხმა უნგრეთის სუვერენიტეტზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა, რომელიც 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, ეს არის თავდასხმა უნგრეთის სუვერენიტეტზე.

„ეს გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ ეს არის საფასური უკრაინის უაზრო და უსაზღვრო მხარდაჭერისთვის, ანუ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისა და იარაღის მიწოდებისთვის. ევროკომისიას სურს, აიძულოს გონივრული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, რომ გადაიხადონ ეს საფასური“, – აღნიშნა სიიარტომ.

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2027 წლის ბოლომდე.

უნგრეთი და სლოვაკეთი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც რუსულ გაზსა და ნავთობზე, როგორც ძირითად წყაროზე, არიან დამოკიდებულები.