ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს
ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2027 წლის ბოლომდე.

„დღეს ევროკავშირი რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის: აღარასოდეს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ენერგეტიკა ჩვენ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს“, – განაცხადა ევროკომისარმა დან იორგენსენმა.

გეგმის მიხედვით, ახალი კონტრაქტებისა და მოკლევადიანი მიწოდებების აკრძალვა ძალაში შევა მიმდინარე წლის ბოლოსთვის. არსებული გრძელვადიანი კონტრაქტები კი 2027 წლის ბოლომდე თანდათანობით შეწყდება.

„რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა ბაზრებს საშუალებას მისცემს, უკეთ მოერგონ ცვლილებებს და მინიმუმამდე შეამცირონ ბაზარზე ზეგავლენა, მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.