პიტერ სიიარტო - საპატრიარქოში მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა ილია მეორისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ
პიტერ სიიარტო - საპატრიარქოში მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა ილია მეორისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ

საქართველოს საპატრიარქოში მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენ მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს შეხვედრა პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი დელეგაციის თითოეული წევრისთვის, ასევე უნგრეთის სახელმწიფოსთვის, არის ძალიან დიდი პატივი. ეს მიღება ერთადერთი მიზნით ვითხოვეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი და მთელი უნგრეთის ღრმა პატივისცემა პირადად თქვენ მიმართ და თქვენი ეკლესიის მიმართ“,- აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი და მათი თანმხლები პირები მიიღო.