პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება მიულოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
„პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა“, – წერს პიტერ მადიარი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.
Prime Minister Viktor Orbán has just called to congratulate us on our victory.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) April 12, 2026