პირველი წარმატება პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე - ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი წარმატება პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე - ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.

პარატაეკვონდოს ტურნირზე დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ლია ჩაჩიბაიამ ( 47კგ) პირველივე შეხვედრა წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.