პირველი სპარინგი არ შედგა - „სამგურალი“ თურქეთში ემზადება #1TVSPORT
პირველი სპარინგი არ შედგა - „სამგურალი“ თურქეთში ემზადება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე დაგეგმილ პირველ საკონტროლო შეხვედრას „გირესუნსპორთან“ აღარ გამართავს – ინფორმაციას წყალტუბოს გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„გუნდის მიერ ჩასატარებელი ამხანაგური მატჩების განრიგში ცვლილებებია. ხვალ „გირესუნსპორთან“ დაანონსებული შეხვედრა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღარ გაიმართება“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ამხანაგურ მატჩს, 28 ივლისს „სამგურალი“ „უმრანიესპორს“ შეხვდება. მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა კი 30 ივლისს „ერზრუმსპორთან“ გაიმართება.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ კლუბთან და აღნიშნულ მატჩებამდე, შესაძლოა, „სამგურალმა“ კიდევ ერთი თამაში ჩაატაროს.