პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან - არჩილ მალაყმაძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს რეკორდი დაამყარა
პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან - არჩილ მალაყმაძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს რეკორდი დაამყარა

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ (73 კგ) ატაცში 136.142 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა, – იტყობინება საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

ამასთანავე, ქართველმა ძალოსანმა საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

მოგვიანებით, ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 163.168 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში თავი 310 კილოგრამს მოუყარა.

მალაყმაძე ფიჯიზე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძისა და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იმყოფება, რომელიც ბოლო წლებში მალაყმაძეს ავარჯიშებს.