პირველი მარცხი შეკრებაზე - „კოლხეთი“ თემურ კოპაძის გუნდმა, ტაშკენტის „ოლიმპიკმა“ დაამარცხა #1TVSPORT
პირველი მარცხი შეკრებაზე - „კოლხეთი“ თემურ კოპაძის გუნდმა, ტაშკენტის „ოლიმპიკმა“ დაამარცხა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. დავით კვირკველიას გაწვრთნილები ტაშკენტის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს „კოლხეთი“ ბულგარეთის მეორე ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „მონტანას“ ეთამაშა და საწყის წუთებში ჩამორჩენის მიუხედავად, შეხვედრა ფრედ, 3:3 დაასრულა.

უზბეკურ გუნდთან, რომლის მწვრთნელიც თემურ კოპაძეა, ბელეკში გამართულ შეხვედრაში „კოლხეთი 1913“ მესამე წუთზე დაწინაურდა. ტაშკენტის „ოლიმპიკის“ კარი გიორგი კოხრეიძემ აიღო.

შესვენებამდე „ოლიმპიკმა“ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში უზბეკურმა გუნდმა მეორე გოლიც გაიტანა.

ფოთის „კოლხეთი 1913“ თურქულ შეკრებაზე კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგადაც სეზონისთვის გუნდის შემადგენლობა დაკომპლექტდება. ეროვნული ლიგის სეზონს „კოლხეთი“ ბათუმის „დინამოსთან“ საგარეო მატჩით პირველ მარტს გახსნის.

„კოლხეთი 1913“ – „ოლიმპიკი“ 1:2

„კოლხეთის“ შემადგენლობა: კოტლიაროვი, ზურაბიანი, ხარშილაძე, მეგრელიშვილი, ახალაძე, ჯიჯავაძე, გვალია, მელქაძე, ხარებავა, კოხრეიძე, გვასალია.